ოთხ. სექ 30th, 2020

დღეს ფოთის მერმა სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანების თანამშრომლებს და საბავშვო ბაღების დირექტორებს გაერთიანების ახალი უფროსი მარგო ჯანიაშვილი წარუდგინა.

ჯანიაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელობდა.
შეხვედრისას ასევე ისაუბრეს საბავშვო ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე, მატერიალური ბაზის განვითარებასა და სახელფასო ანაზღაურების გაზრდის თაობაზე.

როგორც შეთანხმდნენ საბავშვო ბაღის გამგეების მოთხოვნის საფუძველზე შემუშავდება გეგმა,რომლის მიხედვით, ქალაქის მერი ინდივიდუალურად მივა ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში და ადგილზე გაეცნობა არსებულ პრობლემებს.
მარგო ჯანიაშვილი წლების მანძილზე მუშაობდა აღნიშნულ თანამდებობაზე და კარგად იცნობს აღნიშნულ სფეროს.