პარ. სექ 25th, 2020

ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციის დიაგნოზით გადაყვანილი 5 მოქალაქიდან უკვე 4 გადის მკურნალობას.

მედპერსონალის განმარტებით მოწამვლას პაციენტები პორტის ტერიტორიაზე გავრცელებულ სუნს უკავშირებენ.
როგორც ცნობილია პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა სპეციფიკური უსიამოვნო სუნმა შეაწუხა, რის შემდეგაც მოქალაქეებმა თავბრუსხვევა და სისუსტე იგრძნეს.

აღნიშნული უსიამოვნო სუნი როგორც გაირკვა, ფოთის საზღვაო ნავსადგურის მეორე ნავმისადგომზე მალტას დროშის ქვეშ მცურავ გემ TANA-ში სარკინიგზო ცისტერნიდან პიროლიზური ფისის გადატვირთვის დროს ქიმური ნივთიერების დაღვრამ გამოიწვია.

პორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კი პანიკის საფუძველი არ არსებობს.

მოგვიანებით აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომაც გაავრცელა:”პიროლიზებული ფისი აქროლად ნივთიერებებს შეიცავს, რამაც ქალაქის ტერიტორიაზე სუნის გავრცელება გამოიწვია. პიროლიზური ფისი სპეციალურ სადრენაჟე ნაგებობაში ჩაიღვარა. ამ ეტაპზე ნავსადგურის ადმინისტრაციის მიერ, დაბინძურების ლოკალიზაციისა და სალიკვიდაციო ძირითადი სამუშაოები ლიკვიდირებულია. არხებიდან ნივთიერების ჩატუმბვა ვაგონ-ცისტერნებში განხორციელდა უსაფრთხოების ნორმების დაცვით. ფოთის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორია კონტროლზეა აყვანილი, რაც ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედებას გამორიცხავს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დადგენა.ადგილზე მუშაობს საგანგებო შტაბი.განხორციელდა სინჯების აღება და გატარდება შესაბამისი რეაგირება“. – ნათქვამია სამინისტროს განაცხადებაში.

Comments are closed.