ოთხ. ოქტ 28th, 2020

ფოთში ორივე შემოსასვლელ-გასასვლელი მაქსიმალული სიმკაცრით კონტროლდება შინაგან საქმეთა სამინისტოს წარმომადგენლებისა და სამხედრო პირების მიერ. ვინც ქალაქიდან გადის თუ შემოდის უტარდება თერმო სკრინინგი. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტრანზიტული , მძიმეწონიანი სატვირთო ავტომობილის მძღოლებს. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანს ვირუსისათვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები აღმოაჩნდება, საიზოლაციო კარავში ათავსებენ. ფოთის შემოსასვლელებში რიგების მიუხედავად მოსახლეობა თვლის ,რომ ეს აუცილებელი პროცედურაა და ითვალისწინებენ ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

,,მთავრობის დადგენილების შესაბამისად ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გაიხსნა ბლოკ -პოსტები, სადაც განთავსებული არიან თავდაცვის , შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები. ისინი ქალქში შემომსვლელ და გამსვლელ მანქანებს ამოწმებენ და მგზავრებს უტარდებთ თერმო-სკრინინგი.სატვირთო ოპერაციები არ წყდება. ქალაქში ტვირთების შემოტანა და გატანა შეუფერხებლად მიმდინარეობს. უცხოეთიდან შემოსული მძღოლები კონტროლდებიან განსაკუთრებით მკაცრად , მათ უტარდებათ სპეციალური სამედიცინო შემოწმება.,“- განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურღელიამ.