ოთხ. ოქტ 28th, 2020

“არის სხვადასხვა ღონისძიებები გასატარებელი. როცა ბაზრის ადმინისტრაცია გაატარებს ამ ღონისძიებებს, ჩვენ რა თქმა უნდა მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ დაუბრუნდეს ჩვეულებრივ რეჟიმს”, – ასეთია სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის გადაწყვეტილება, რომელიც მან სპეციალური გაერთიანებული შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სენაკის ბაზარი ორშაბათიდან, 6 აპრილიდან დაიხურება.

ალექსანდრე მოწერელიას თქმით, გაფრთხილების მიუხედავად, არანაირი წინსვლა არ არის. ზუგდიდის, სენაკის და ფოთის აგრარული ბაზრების შესაძლო დახურვაზე ალექსანდრე მოწერელიამ ჯერ კიდევ 1 აპრილს განაცხადა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ და განმარტა, რომ თუ ისინი არ შესრულდება, ბაზრებს დახურავენ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 148 დადასტურებული შემთხვაა.