კვი. სექ 27th, 2020

საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა და ქვეყნის დატოვებაზე განცხადება ფოთში,”ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამართულ ბრიფინგზე დევნილებმა გააკეთეს.
ეს ის დევნილები გახლავთ,რომლებიც ბინებით დაკმაყოფილების მოთხოვნით შიმშილობის აქციებს რამდენიმე დღის წინ მართავდნენ და აქციების შემდეგ კი პრემიერ მინისტრთან შესახვედრად თბილისში ფეხით ჩავიდნენ.თუმცა უშედეგოდ.
მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დევნილებმა ხელისუფლებას ხუთდღიანი ვადა განუსაზღვრეს.წინააღმდეგ შემთხვევაში:”იმ შემთხვევაში,თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა,რამდენიმე დევნილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას და ქვეყნის დატოვებას ვაპირებთ”.

Comments are closed.