გიორგი ფარეშიშვილმა ფოთის მერის მოადგილის პოსტი დატოვა

გიორგი ფარეშიშვილი 1 აპრილს ოფიციალურად დატოვებს დაკავებულ თანამდებობას. ყოფილი მერის მოადგილე არ ადასტურებს მისი გადაყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, პირიქით წასვლის მიზეზად შემოთავაზებულ სამსახურს ასახელებს:

„ეს იყო ჩემი სურვილი, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მივიღე შემოთავაზება. საკმაოდ შთამბეჭდავი წინადადება იყო, ვფიქრობ, იქ უფრო პროდუქტიული და რეალიზებადი ვიქნები და ფოთისთვის იქინადაც შევძლებ მხარდაჭერას. მაქსიმალურად შევეცადე სინდისიერად მემსახურა და შემესრულებინა ჩემი დაკისრებული მოვალეობა. იმას ვერ ვიტყვი ყველაფერი ისე გამოვიდა როგორც მინდოდა მაგრამ იმის თქმაც არ შეიძლება არაფერი გაკეთებულა. ამაყი და ბედნიერი ვიყავი ასეთი დაფასებისთვის და მეგობრობისთვის“- განუცხადა msnews-ს ფარეშიშვილმა.

მისი გადაწყვეტილება ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა.