დარცმელიძე : ,,ქალაქიდან უნდა ამოეწერო და არც ფოთის სადღეგრძელოს უნდა სვამდე“

DSCN9250

,,ამ ქალაქიდან უნდა ამოეწერო და არც ფოთის სადღეგრძელოს უნდა სვამდე. ყველაზე ცოტა უნდა გადამდგარიყავი“, _ ამ სიტყვებით მიმართა ევროპული საქართველოს ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვახტანგ დარცმელიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიას, სახელმწიფო აუდიტის დასკვნის განხილვისას. საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია დარცმელიძეს, სიტყვების კონტროლისაკენ მოუწოდებდა. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი კი კაკულიას პირადი ბიზნესის მოწყობასა და კორუფციაში ადანაშაულებდა.

საკრებულოს თავმჯდომარისა და ოპოზიციონერი წევრის დაპირისპირება მწვავე პოლემიკას აშკარად აცდა. ,,რა გააკეთე სამი წელი მერი, რომ იყავი, ან ახლა, საკრებულოს თავმჯდომარე რომ ხარ? მაყუთებს რომ ტეხავ? აბა სად მიდის ეს თანხები? გადმოდი ჯიპიდან, გაიარეთ ფეხით და ნახე ქალაქში რა ხდება“- მიმართა დარცმელიძემ კაკულიას.

სიტყვიერი შელაპარაკება საკრებულოს სხდომის დამთავრების შემდეგაც გაგრძელდა. საკრებულოს თავმჯდომარის მცდელობა დაპირისპირება ჟურნალისტების ყურადღების მიღმა დარჩენილიყო არ გამოუვიდა, ,,მე ვიკავებ თავს თქვენი მისამართით რაიმე ვთქვა, ეს არის პირადი შეურაცხოფა და არ გვინდა საზოგადოების ყურადღების მიქცევა“-აღნიშნა კაკულიამ.


კომენტარები სტატიაზე