საქართველოში 2018 წელს ჯილეხის შემთხვევები შემცირდა

სურათი

ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოში არსებული სტატისტიკის თანახმად 2018 წელს, ადამიანებსა და ცხოველებში ჯილეხის შემთხვევები შემცირებულია. 2017 წელს 100, 000 მოსახლეზე 0.9 ჯილეხის შემთხვევა ფიქსირდებოდა, 2018-ში კი აღნიშნული ნიშნული 0.6 შემთხვევამდე შემცირდა. ანალოგიურ პერიოდში, 15 შემთხვევიდან 11-მდეა შემცირებული ჯილეხის შემთხვევები ცხოველებში.


2014 წლიდან, როგორც ადამიანებში ასევე ცხოველებში ჯილეხის შემთხვევები კლების ტენდენციით ხასიათდება. თუ 2013-ში ასი ათას მოსახლეზე ჯილეხის 3.2 შემთხვევა ფიქსირდებოდა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 0.6-მდე ანუ 5-ჯერ შემცირებულია. ადამიანების მსგავსად კლებაა ცხოველებში ფიქსირებულ შემთხვევებში, რომელიც 2013 წელს არსებული 40 შემთხვევიდან, 2018 წელს დაფიქსირებულ 11 შემთხვევამდეა დაკლებული.

ჯილეხი ზოონოზური (ცხოველიდან ადამიანზე გადამდები) დაავადებაა, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ადამიანებსა და ცხოველებში, დაავადება შეიძლება ლეტალური შედეგითაც დასრულდეს.


კომენტარები სტატიაზე