ოთხ. სექ 30th, 2020

ფოთში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოებს კომპანია “Tahal Group BV” აწარმოებს.
ამ ეტაპზე, სუბკონტრაქტორ კომპანიასთან ერთად, მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება, რაც არსებული მილების გამტარიანობის შემოწმებას, გაწმენდასა და დაზიანებული უბნების აღდგენას გულისხმობს. პარალელურად კომპანია ახალი მილების მონტაჟის სამუშაოებს იწყებს.

ამჟამად სამუშაოები ცენტრის უბანში მიმდინარეობს. კომპანია მალე დარჩენილ 32 ქუჩასაც მოიცავს.

პროექტი მიმდინარე წელს ხელმეორედ განახლდა. პროექტის ფარგლებში, ფოთში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების ქსელი და სატუმბი სადგურები. სამუშაოების ღირებულებას 89 943 800 ლარი შეადგენს.

სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს და იგი 2020 წლამდე გაგრძელდება.