სამეგრელოს მუნიციპალიტეტებმა ჭუბერში დაზარალებულებს საკვები პროდუქტები ჩაუტანეს

ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტის მერიამ ჩაიტანა.

შემოსულ პროდუქტებს, დაზარალებულ ოჯახებში საგანგებო შტაბი გადაანაწილებს. პროდუქტების დარიგება სტიქიის ზონაში ორი დღეა მიმდინარეობს.

ჭუბერში, სტიქიის ზონაში აღდგენითი და მდინარის კალაპოტის გამაგრებითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.სტიქიის შედეგად 6 ხიდი დაზიანდა, რის გამოც მდინარე ნენსკრას მარცხენა ნაპირზე მცხოვრებ მოსახლეობასთან საავტომობილო მიმოსვლა- ტექნიკის მიყვანა, ვერ ხერხდება. სწორედ ამიტომაც საგანგებო შტაბმა თავდაცვის სამინისტროს დამატებითი საინჟინრო ტექნიკის მიწოდების თხოვნით მიმართა. ყველაზე სწრაფად სამანქანო კომუნიკაციის აღდგენა პანელური სამხედრო ხიდითაა შესაძლებელი, რომელიც ამ დროისთვის არსებულ პრობლემას მოაგვარებს და სამშენებლო ტექნიკა შეძლებს მდინარის მარცხენა ნაპირის გამაგრებას და აღდგენითი სამუშაოების წარმოებას.

სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ეცნობიან


კომენტარები სტატიაზე