ხუთ. დეკ 3rd, 2020

დღეს, თბილისში, ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოში ხელი მოეწერა ფოთისა და საპორტო ქალაქ მარდუს შორის დამეგობრების განზრახვათა ოქმს.

საქართველოსა და ესტონეთის დემოკრატიულ რესპუბლიკებად გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს სტუმრობს ესტონეთის რესპუბლიკის დელეგაცია.

ვიზიტისა და კულტურულ-სამოქალაქო პროექტის „ყველას უყვარს საქართველოს“ ფარგლებში მარდუს დელეგაცია 14-15 ივნისს ფოთს ეწვევა,სადაც გაფორმდება დამეგობრების ხელშეკრულება. დელეგაციას ხელმძღვანელობს მარდუს მერი ვლადიმირ არხიპოვი.

დელეგაციის წევრები დაათვალიერებენ ქალაქის ღირშესანიშნაობებს, ყვავილებით შეამკობენ ნიკო ნიკოლაძის ძეგლს.