პარ. ოქტ 23rd, 2020

რა პრობლემებს აწყდებიან ქალები დღეს საქართველოში და რა ხელშემშლელი გარემოებებია, რაც მათ ხელს უშლის თანამდებობრივ წინსვალში. ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელეს გადაწყვეტილების მიმღებმა მამაკაცებმა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), ჟურნალისტთა ქსელისა და ფოთის გენდერის მედია ცენტრის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე. დისკუსიაში მონაწილეობა ფოთის მერის მოადგილემ, გიორგი ფარეშიშვილმა, საკრებულოს წევრებმა, სამსახურების ხელმძღვანელებმა მიიღეს.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ნებისმიერ ფენაში, გენდერული ცნობიერების ამაღლება, ლიდერი კაცების მოტივირება, გახდნენ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებისა და გააქტიურების ხელშემწყობები.

შეხვედრისას ისაუბრეს გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე, ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე, თუ რატომ არის აუცილებელი კაცებისა და ქალების თანაბარი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასევე ხაზი გაესვა საზოგადოებაში გამჯდარ იმ შეხედულებებს, მითებსა და სტერეოტიპებს. ამ კუთხით თუ როგორია სტატისტიკა. საზოგადოებაში გამჯდარ შეხედულებებს, მითებსა და სტერეოტიპებს, კონვერციებსა და რეკომენდაციებს.

დისკუსიაზე მოწვეულებმა პოლიტიკაში ქალთა როლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. იმსჯელეს პოლიტიკაში ქალთა აქტიურად ჩართულობის საკითხებზე