ფოთის პედაგოგთა პროფკავშირის თავმჯდომარე მეორე ვადით აირჩიეს

31969938_1745509578839870_5147434341940330496_o (1)

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის, რიგით მე-3 საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია გაიმართა. სადაც 34 -მა დელეგატმა ღია კენჭისყრით ინგა გვასალია ხელმეორედ, მეორე ვადით ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია.

კონფერენციას, სპმთპ-ის პრეზიდენტი, მაია კობახიძე და ვიცე-პრეზიდენტი ნათია კორძაძე ესწრებოდნენ. ასევე შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: ბაღების გაერთიანების დირექტორი მარგო ჯანიაშვილი, ფოთის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბაქარ ერაგია და მოწვეული სკოლის დირექტორები.

მე-3 საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციაზე ინგა გვასალიამ, ორგანიზაციის 4 წლიანი მოღვაწეობა შეაჯამა. ისაუბრა, უკვე განხორციელებულ აქტივობებზე, ღონისძიებებზე და ტრენინგებზე. ასევე მან სამომავლოდ ორგანიზაციაში ჩასატარებელი სამოქმედო გეგმაც წარუდგინა.

ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოხსენების შემდეგ, სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ საზოგადოებას ორგანიზაციის 4 წლიანი გაწეული საქმიანობა გააცნო. მაია კობახიძემ ჩატარებულ აქტივობებზე, დარგობრივ ხელშეკრულებაზე, პედაგოგთა ხელფასებზე და შრომით უფლებებზე ისაუბრა.

კონფერენციის დასასრულს სპმთპ-ის ფოთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მადლობის სიგელები სამ კატეგორიად გადაანაწილა:

პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის 5 პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარე დააჯილდოვა. მომავალი თაობის აღზრდისთვის, ღვაწლმოსილი 3 პედაგოგი და ასევე ბაგა-ბაღის აღმზრდელები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. ასევე, მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ იმ სკოლის დირექტორები და ბაღების გაერთიანება, სადაც ყველაზე მეტი წევრია.


კომენტარები სტატიაზე