სალომე მიქაძის ახლობლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს

20180507_150111

ფოთში, კოლხი დედის ძეგლთან თანხის მითვისების ბრალდებით დაკავებული სალომე მიქაძის ახლობლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. მათი მტკიცებით, მიქაძე, რომელსაც გამოძიება ,,ბევრილ ჯგუფის“ მაღაზიაში 11 ათასი ლარის მითვისებას ედავება, უკანონო პატიმარია. სასამართლომ მას 7 წლით პატიმრობა შეუფარდა.

აქციის მონაწილეების თქმით, სამხარეო პროკურატურა ქმნის დაბრკოლებებს და აჭიანურებს მისთვის საპროცესო გარიგების გამოყენების შესაძლებლობას. ,,სალომე 5 წლის შვილის მარტოხელა დედაა.ის გახდა თაღლითური სქემის მსხვერპლი. ბავშვი რამდენიმე თვეა სახელწიფომ იძულებით დატოვა უდედოდ, ბედის ანაბარა. რადგან სხვა ნათესავები არ ჰყავს, გარდა დედის ხანდაზმული პენსიონერი ბიძისა. ვითხოვთ, რომ მასზე განხორციელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათი. წინააღმდეგ შემთხვევაში უკიდურესი ფორმები და ზომები იქნება მიღებული“- აღნიშნა უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარინა წულეისკირმა.

აქციის მონაწილეები მთავარ პროკურატურას მიმართავენ, რათა სალომე მიქაძის მიმართ განხორციელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათი. ისინი მოუწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველის აპარატს დაინტერესდნენ ამ საკითხით და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.


კომენტარები სტატიაზე