ფოთში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა

29510849_1778649115524490_7793199969405501440_o

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები მამუკა პაპასკირი და გიორგი ფარეშიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან გია დარჯანიასთან და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს შეხვდნენ.

კოალიცია «სოციალური რეფორმებისთვის» შშმ ბავშვთა » დღის ცენტრის » ხელმძღვანელმა თამარ ფოფხაძემ დაუნის სინდრომთან დაკავშირებით და ცენტრის მიერ ჩატარებული ღონისძიებების თაობაზე პრეზენტაცია გააკეთა.

პრეზენტაციას ქალაქში სტუმრად მყოფი, ოსტამარის დელეგაციის წევრებიც დაესწრნენ. შეხვედრის მონაწილეებმა ბავშვებთან ერთად სამახსოვრო სურათები დახატეს და ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა.

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2011 წელს გამოაცხადა.


კომენტარები სტატიაზე