მძღოლთა საყურადღებოდ: 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობები ძალაში რჩება 2018 წლის 1 აპრილამდე

32f995a8-cdc0-46bf-87a4-c6f1d2ec8fc5

2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2018 წლის 1 აპრილამდე. მართვის მოწმობის შესაცვლელად მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ჯანმრთელობისმდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვოს მოწმობა.

მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულებაა 15 ლარი, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი 35 ლარი ასევე აღსანიშნავია, რომ იმ მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2016წლამდე, თუმცა შეცვლილია 2006 წლის შემდეგ, იურიდიულიძალა უნარჩუნდებათ და არ არის საჭირო მათი გამოცვლა. მნიშვნელოვანია, რომ იმ შემთხვევასი თუ მოქალაქემ 1აპრილამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, ავტომობილის მართვა შეეძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის, წინააღმდეგ შემთხვევაში 500ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.

მოქალაქეები მართვის მოწმობის შესაცვლელად 2018 წლის 1აპრილის შემდეგაც არ ჩააბარებენ არც თეორიულ და არც პრაქტიკულ გამოცდას.


კომენტარები სტატიაზე