ფოთში ეროვნული გამოცდების ცენტრის გაუქმებას საპროტესტო აქცია მოჰყვა

DSCN6720

ფოთის ადმინისტრაციულ შენობასთან აბიტურიენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.ამით საჯარო სკოლების მოსწავლეებმა საგამოცდო ცენტრის გაუქმება გააპროტესტეს.

რამდენიმე დღის წინ, ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ივა მინდაძემ გააკეთა განცხადება საგამოცდო ცენტრების ხულოში, ფოთსა და ოზურგეთში გაუქმების შესახებ, იმ მოტივაციით რომ აღნიშნულ ქალაქებში უმაღლესი სასწავლებლები არ არის.

აქციის მონაწილეებს კი ეს არგუმენტი აბსურდულად მიაჩნიათ. თვლიან რომ ცენტრის გაუქმების არსებით მიზეზს ვერ ხედავენ.

აქციის მონაწილეებს მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი შეხვდა.

ფარეშიშვილის თქმით ადგილობრივი ხელისუფლება ჩართულია აღნიშნული საკითხის მოგვარებაში. მისივე განმარტებით რამდენიმე წერილით შესაბამის უწყებას უკვე მიმართეს.

ფოთელი მოსწავლეები ცენტრის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ და მათი მოთხოვნის არ შესრულების შემთხვევაში, საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებან.


კომენტარები სტატიაზე