ფოთში სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია იგეგმება

27913294_1740233086032760_4175144832698772668_o

სანაპირო ზოლის რეაბილიტაციისთვის საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდან 3 მილიონი ლარი გამოიყო. აღნიშნულთან დაკავშირებით მოეწყო კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის გეგმისა და წინადადებების საჯარო განხილვა.

პროექტის მიხედვით, დაგეგმილია 61 ათასი კვ. მეტრი ფართობის ზოლის ფილებით მოკირწყვლა, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ვეტერანთა სახლისა და საბავშვო მოედნის მოწყობა, კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსება. ასევე იგეგმება ბულვარის მოწყობა.

მერის თქმით, პროექტის განხორციელება მოხდება სამომავლო განვითარების პერსპექტივის გათვალისწინებით, გაგრძელდება მუშაობა მეტი თანხებისა და ინვესტიციების მოსაზიდად. კურდღელიასვე განცხადებით , საკონკურსო წინადადებების მზადების პროცესში, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და მათგან ახალი წინადადებებისა და მოსაზრებების მოსმენა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, მოადგილესთან ირაკლი თოფურიასთან ერთად, კუნძულის უბნის სანაპირო ზოლი დაათვალიერა.


კომენტარები სტატიაზე