„ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისა და ექსპლუატაციის“ პროექტის განხილვა ფოთში

27798048_1738932589496143_8543190842138797904_o

ხობში, ყულევის ტერიტორიაზე დაგეგმილი „ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისა და ექსპლუატაციის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია დღეს ფოთის საზოგადოებას გააცნეს. პრეზენტაცია საერთაშორისო სერთიფიცირების ცენტრის შპს „ეკოსპექტრის“ ცენტრის დირექტორმა ირაკლი კაველაძემ წარმოადგინა.

პროექტის განხილვას ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, პრესისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შპს „ფაზის ოილი“ ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავს. ქარხანა დღე-ღამეში 500 ტონაზე მეტ ნედლეულს გადაამუშავებს, აშენდება აირების სამარაგო რეზერვუარი და 2 მგვ. სიმძლავრის თბოელექტროსადგური.

ქარხანა 350 მუშახელს დაასაქმებს. ინვესტიციის მოცულობა ერთ მილიარდ ლარამდეა. კომპანია ქარხნის მშენებლობაზე 600-700 ადამიანის დასაქმებას გეგმავს.


კომენტარები სტატიაზე