დისკუსია მოსწავლეებთან გენდრულ თანასწორობაზე

20180210_140328

„ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის” ფოთის მედიაცენტრის ორგანიზებით დიოსკურიასთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეებისთვის გენდერული თანასწორობის თემაზე დისკუსია გაიმართა. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ფოთის საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრი და პედაგოგებიც.

აღნიშნულ ცენტრში სხვადასხვა სკოლის მაღალი კლასების მოსწავლეები არიან გაწევრიანებული. მათ დღევანდელ საქართველოში გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე, ქალთა როლის გაძლიერებაზე, ევროპულ გამოცდილებაზე, კვოტირების მექანიზმებზე, გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე გენდერული მედიაცენტრის დირექტორი ინგა გვასალია ესაუბრა.

დისკუსიაში მოზარდები აქტიურად ჩაერთვნენ. მათ გენდერული თანასწორობის მიღწევაში ხელის შემშლელ მიზეზებზე გაამახვილეს ყურადღება. მათი თქმით ჯერ კიდევ არსებობს ქვეყანაში სტერეოტიპები, როგორიცაა რომ ქალი მხოლოდ უნდა იჯდეს სახლსი და აღზარდოს შვილები, ოჯახი მხოლოდ მამაკაცმა უნდა არჩინოს და ქალს რა ესაქმება სამსახურში. მოსწავლეები ვითარებიდან გამოსავალს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში ხედავენ.

გენდერული საბჭოს წევრმა ეკატერინე ფაჩულიამ გენდერული კვოტირების მექანიზმის ამოქმედების აუცილებლობაზე და ახალგაზრდების ამ საკითხით დაინტერესების მნიშვნელობაზე ისაუბრა.


კომენტარები სტატიაზე