ფოთის მერის მოადგილემ ბაღების დათვალიერება დაასრულა

26758475_1712416635481072_2252130527789811830_o

ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელ მარგო ჯანიაშვილთან და პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, ინგა გვასალიასთან ერთად, დაასრულა საბავშვო ბაღების მონახულება.

მერის მოადგილე საბავშვო ბაღებში მიმდინარე წელს დაგეგმილ სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების გეგმას გაეცნო.იგი ფოთის ყველა საბავშვო ბაღს ეწვია და ადგილზე დაათვალიერა არსებული მდგომარეობა.

გიორგი ფარეშიშვილის განცხადებით, მომზადდება იმ საკითხების ნუსხა, რომელთა მოგვარება არის პრიორიტეტული და მათი განხილვა დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ერთად მოხდება.


კომენტარები სტატიაზე