ფოთში მაჟორიტარულ კანდიდატებსა და პარტიების წარმომადგენლებს შორის დისკუსია გაიმართა

DSCN5264

ამ თემაზე გაიმართა დისკუსია ფოთის მედიაცენტრის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, სადაც ამომრჩეველი ქალების საჭიროებებზე იმსჯელეს
პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა, მაჟორიტარობის კანდიდატებმა და პროპორციული სიის ათეულში მყოფმა პირებმა. დისკუსია „ქალის ხმა იგებს არჩევნებს“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EჭMI) AჩჩEშშ-ის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) მხარდაჭერით.

„ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ფოთის მედიაცენტრის დირექტორმა ინგა გვასალიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ამომრჩეველ ქალთა საჭიროებების იდენტიფიცირების დადადგენის მიზნით, ორგანიზაციამ ორი თვის განმავლობაში საქართველოს რვა რეგიონში ჩაატარა შეხვედრები და დისკუსიები:

„ამომრჩეველი ქალების საჭიროებების გამოვლენისა და დადგენის მიზანი გახლდათ აღნიშნულ საჭიროებებზე პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების ინფორმირება, რათა მათი მხრიდან მოხდეს ქალთა საჭიროებების საარჩევნო პროგრამებში გათვალისწინება. არჩევის შემთხვევაში კი, ამ საჭიროებებსა და პრობლემებზე მუშაობა“.

მედიაცენტრის დირექტორმა პრეზენტაციისას ასევე აღნიშნა, რომ ფოთში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შშმ ქალებისა და დევნილების საჭიროებების იდენტიფიცირებაზე. მოკვლევის შედეგად გამოვლინდა ქალთა სხვადასხვა სახის საჭიროებები.
ფოთში მცხოვრებ ყრუთა და სმენადაკარგულთა კავშირის ბენეფიციარებს რამდენიმე სერიოზული საჭიროება აქვთ — ერთმანეთთან კომუნიკაციის პრობლემა, რადგან არ აქვთ სპეციალური ტელეფონები, რასაც უსახსრობის გამო ვერ იძენენ. ერთ-ერთ მთავარ პრობლემას კავშირში თარჯიმნების სიმცირეც წარმოადგენს. კავშირს მხოლოდ ერთი კაცი თარჯიმანი ჰყავს, რომელიც ერთდროულად ყველა ბენეფიციარს ვერ ემსახურება. გარდა ამისა, შშმ პირები ქალი თარჯიმნის დანიშვნასაც ითხოვენ, რადგან არის საკითხები, რომლის შესახებაც კაც თარჯიმანს ვერ ესაუბრებიან. კავშირის ბენეფიციარები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ წლებია ადგილობრივი ხელისუფლებისგან არანაირი დახმარება არ მიუღიათ. თავის მხრივ ხელისუფლება ბიუჯეტში ამ კუთხით თანხების გაუთვალისწინებლობას იმიზეზებს და ამით ხსნის პრობლემების მოუგვარებლობას. შშმ ქალები მათთვის საარჩევნო თემატიკაზე ტრენინგების ჩატარებასაც ითხოვენ.

უსინათლო პირებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებაა ბრაილის შრიფტის შემსწავლელი კურსების ამოქმედება. მოუწესრიგებელ ტროტუარებზე გადაადგილებაც უჭირთ. უსინათლოთა კავშირის ბენეფიციარეები ითხოვენ 30 ლარიანი დახმარების თუნდაც 50 ლარამდე გაზრდას.

ფოთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ქალების უპირველესი პრობლემა უმუშევრობაა. მათ ასევე განსაკუთრებული სიმწვავით დასახლებაში საბავშვო ბაღისა და სკოლის საჭიროებაზე ისაუბრეს. მართალია, ბაღი უკვე შენდება, მაგრამ როგორც აღნიშნეს, იგი 90 ბავშვზეა გათვალისწინებული და ეს მაშინ, როცა დასახლებაში გაცილებით მეტი ბავშვი იზრდება. დევნილთა დასახლებაში არ არის სკოლაც, ბავშვებს მოშორებით მდებარე სკოლებში უწევთ სიარული, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული და ესეც პრობლემათა ისედაც დიდ ნუსხას ემატება.

დასახლებაში ასევე არ არსებობს საბავშვო მოედნები, დასახლებაში მოწლილია საკანალიზაციო სისტემა, რის გაკეთებასაც დევნილი ქალები ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვენ;

კიდევ ერთი პრობლემა, რომლის დროული მოგვარების საჭიროებაც არსებობს, ესაა უპატრონო ძაღლები, რომლებიც დასახლებაში მრავლად არიან, რის გამოც ბავშვებს გარეთ ვერ უშვებენ და არა მარტო ბავშვებს, ვერც დიდები გრძნობენ თავს უსაფრთხოდ.

შეხვედრისას ქალი ამომრჩევლების გააქტიურებაზე და გამარჯვების შემთხვევაში მათი საჭიროებების ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებაზე იმსჯელეს მაჟორიტარობის კანდიდატებმა და პროპორციულ სიაში მყოფმა კანდიდატებმა. შეხვედრაზე სასაუბროდ მოწვეული იყვნენ მერობის კანდიდატებიც, მაგრამ, სამწუხაროდ, არცერთი მათგანი არ გამოცხადდა.
დისკუსიის დასასრულს მედიაცენტრმა კანდიდატებისთვის რეკომენდაციები გასცა.


კომენტარები სტატიაზე