ოთხ. სექ 30th, 2020

ძლიერი წვიმის შედეგად ფოთში ქუჩები დაიტბორა. რამდენიმე ქუჩაზე მოსახლეობას სახლებშიც კი შეუვიდა წყალი.
როგორც ინფრასტრუქტურის
სამსახურის უფროსი ზურაბ ჯამბურია ამბობს:

,,ამ დროისთვის შვიდივე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, მაგრამ უხვი ნალექის გამო წყალს გადინება გაუჭირდა, რამაც გამოიწვია ქუცების დატბორვა”.

მოსახლეობა კი საპირისპიროს ამბობს და მიიჩნევენ, რომ ქალაქის დატბორვა სწორედ სანიაღვრე არხების მოუწესრიგებლობამ გამოიწვია. მათი თქმით მსგავსი პრობლემა დგება ქალაქში ყოველი უხვი ნალექის დროს.