ფოთში 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

20689968_1554886671234070_1072478530535464534_o

ფოთში 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.ფოთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა ლევან ჩოჩიამ,საკრებულოს წევრებმა
და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს.

,,მე ქედს ვიხრი ამ ომში დაღუპული თითოეული ჯარისკაცის, გმირი ვაჟკაცების წინაშე. 9 წელი გავიდა 8 აგვისტოს ტრაგედიიდან. პატივს მივაგებ დაღუპულ გმირებს.მათ გვიჩვენეს საუკეთესო მაგალითი სამშობლოსთვის თავდადებისა და თავგანწირვის.თითოეული ქართველი მუდამ იამაყებს მათი სახელებით.მინდა მადლობა გადავუხადო მათ ოჯახებს,დედებს ასეთი შვილების აღზრდისთვის. დღეს ისინი აქ არიან, დღეს ისინი გმირი დედები არიან. მინდა მადლობა ვუთხრა დაღუპულების ოჯახის წევრებს, მშობლებს,რომლებმაც გაიღეს საუკეთესო რაც მათ გაჩნდათ ქვეყნისთვის-განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ვიცე-მერმა ლევან ჩოჩიამ.

მემორიალთან ომის ამსახველი ფოტო-მასალების გამოფენა მოეწყო.

საკათედრო ტაძარში კი,ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა,მეუფე გრიგოლმა ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. ფოთში, დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაიჭრა.


კომენტარები სტატიაზე