რა პრეტენზიები აქვთ ხანძრისგან დაზარალებულებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან

Screenshot_2

ფოთის ბაზარში გაჩენილი ხანძრისგან დაზარალებულები ქალაქის მერს პრეტენზიებს უყენებენ და წინა დღეების დაპირებას ახსენებდნენ.

,,ორი დღის წინ, რომ ჩამოიარა მერმა და გვეუბნებოდა გზა გაანთავისუფლეთ, ხანძარი რომ მოხდეს, ზარალს არ აგინაზღაურებთო, ხომ შევიწიეთ, მოვიდეს და ახლა აგვინაზღაუროს“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ბაზრის ადმინისტრაციამ ბაზარში გარევაჭრობის აკრძალვა დაიწყო. რასაც მოვაჭრეებისაგან პროტესტიც მოყვა. გარემოვაჭრეებმა მერიის წინ არაერთხელ მოაწყვეს ხმაურიანი აქციაც.


კომენტარები სტატიაზე