ფოთში, დევნილთა ჩასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება

19532811_1233283420117235_1089173925_o

ფოთში, დევნილთა ჩასახლებაში, ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და პოლონეთის მთავრობის დაფინანსებით, საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება,
რომელიც 2017 წლის დეკემბერში დასრულდება. საბავშვო ბაღი 505 კვ.მ აშენდება და 80 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. მშენებლობის სატენდერო ღირებულება 160 000 ევროს შეადგენს.

ახალ დასახლებაში 1 244 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ამ დრომდე დასახლებაში საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა და მშობლებს ქალაქის სხვადასხვა ბაღებში უწევდათ პატარების ტარება. მომდევნო წლიდან საბავშვო ბაღის აღსაზრდელები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულ და აღჭურვილ საბავშვო ბაღში ივლიან.

საბავშვო ბაღის მშენებლობის დაწყება ლტოლვილთა დანიის საბჭოს დირექტორმა ვინსენტ დონტონმა და პოლონეთის ელჩის მრჩეველმა პჟემი სლავპიეჟმა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენე;ლებმა დაათვალიერეს.


კომენტარები სტატიაზე