ოთხ. სექ 30th, 2020

სპმთპ-ის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის დაფინანსებით დასრულდა დაწყებითი კლასის (I-IV და I-VI) მასწავლებლებისთვის უფასო ორდღიანი ტრენინგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მათემატიკაში.

ტრენინგის მიზანი გახლდათ მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის გადამზადება. ორდღიან ტრენინგს ტრენერები ლია ცერცვაძე და გოჩა ძაგანია უძღვებოდნენ.ტრენერთა თქმით მასწავლებელთა ტრენინგები საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ერთერთი მთავარი მიმართულებაა რადგან მათი საერთო მიზანია გაუმჯობესდეს სკოლაში სწავლების ხარისხი.

ტრენინგებით კმაყოფილები დარჩნენ პედაგოგები. მათი თქმით საინტერსო და საფუძვლიანმა ტრენინგმა საშუალება მისცა გაეღრმავებინათ ცოდნა სწავლების მეთოდებსა და ხერხებზე.

სპმთპ-ს ფოთის საქალაქო ორგანიზაცია აგრძელებს პედაგოგებისთვის ტრენინგებს, როგორც სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის ისე სერთიფიცირებული პედაგოგებისთვის.