ორშ. სექ 28th, 2020

საქართველოს პარლამენტის წევრის,ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ვაჟი გუშინ საღამოს
ავტოავარიას ემსხვერპლა.

როგორც „msnews.ge“-ს ოჯახის ახლობლებმა განუცხადეს ავტოკატასტროფა გორთან მოხდა. ტრაილერზე შეჯახების შედეგად 21 წლის ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში როგორც განგვიცხადეს საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.