ოთხ. სექ 30th, 2020

დღეს ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ პროექტის გათვალისწინებით აღმაშენებლის ქუჩაზე

მოსახლეობას შეხვდა. პროექტი ითვალისწინებს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისათვის.

საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა პოტენციურ ამომრჩევლებს დაურიგეს საინფორმაციო ბარათები თვითმმართველობის არჩევნების შესახებ. გაესაუბრნენ საკუთარი საარჩევნო უფლებების თაობაზე და ასევე იზიარებენ მათ მოსაზრებებს არჩევნების შესახებ.

აღმაშენებლის ქუჩაზე დადგმული იყო იმიტირებული საარჩევნო კაბინეტი და ყუთი, სადაც სურვილის შემთხვევაში მოქალაქეები მოსაზრებების ბარათებს ავსებდნენ. კომისიის თავმჯდომარე და წევრები მოქალაქეებს ასევე იწვევდნენ მაისში დაგეგმილ საჯარო საინფორმაციო შეხვედრებზე.