ოთხ. დეკ 2nd, 2020

დღეს, ფოთის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად,

კოსტავას ქუჩის # 16 და # 18 და ჭავჭავაძის ქუჩის #138, #140, #142 საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას შეხვდნენ .

ქალაქის ხელმძღვანელობამ ადგილობრივებისგან პირადად მოისმინა არსებული პრობლემები და საჭიროებები.
შეხვედრისას მოსახლეობამ მთავარ პრობლემად მრავალსართულიანი კორპუსის დაზიანებული სახურავი დაასახელა. ირაკლი კაკულიას განცხადებით, კორპუსის გადახურვის სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

ირაკლი კაკულიამ შეხვედრაზე 2016 წელს შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ისაუბრა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს იმ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა განხორციელება მიმდინარე წელსაა დაგეგმილი.

აღნიშნულ მრავალსართულიან კორპუსებში მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, როგორც ფოთის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, უახლოეს პერიოდში შიდა საკანალიზაციო ქსელის, ლიფტების რეაბილიტაციის და გადახურვის სამუშაოები განხორციელდებდა.