სამ. სექ 29th, 2020

საკრებულოს წევრის მაია ჩხარტიშვილის ინიციატივით კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში თავდაპირველად მოხდა ინფორმაციის მოძიება

ფოთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების შესახებ.

გასული საუკუნის დასაწყისში ფოთს, ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოდერნის სტილში, წითელი აგურითა და კირქვით ნაშენი შენობა შეემატა. ის 1901-1910 წლებში არქიტექტორ ედმუნდ ფრიკის ავტორობით აშენდა. შენობაში წლების განმავლობაში “სახელმწიფო უშიშროება” იყო განთავსებული. ნაგებობა, რომელიც სხვადასხვა არქიტექტურული დეტალებით, კონფიგურაციებით, დეკორატიული და მხატვრული ელემენტებით ხასიათდება, ნგრევის პირასაა. ჩამოშლილია ფასადი, დანგრეულია კედლების ნაწილი, კიბე, სარკმლები და სახურავი. ზემოთაღნიშნული შენობა დღეს კერძო მესაკუთრის მფლობელობაშია.

კულტრული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების შემდეგ მფლობელი როგორც ჩანს ვერ ახდენს კომერციული მიზნით მის გამოყენებას, როგორც ირკვევა სტატუსის შემდეგ შენობა მფლობელისთვის საინტერესო არ აღმოჩნდა და მას დანგრევის საშუალებას გამიზნულად აძლევს.

რაც შეეხება ყოფილი ტელევიზიის შენობას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ თავად ითხოვა დახმარება მესაკუთრის დადგენასთან დაკავშირებით. როგორც გაირკვა უშიშროების შენობა ეკუთვნის კომპანია ,,ვისოლის“ შვილობილ კომპანიას ,,ველაჯიოს“. შენობა 2007 წელს გაიყიდა, რამდენიმე თვეში კი 2008 წელს კულტურული სტატუსი მიენიჭა. შენობა 125 000 ამერიკულ დოლარად იმ პირობით გაიყიდა, რომ 280 000 ლარად გაარემონტებდა ზუგდიდში, ჭითაწყარში მდებარე სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეოს სამართველოს შენობას.

ჩხარტიშვილის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ჩასვლის შემდეგ ,,ველაჯიო“ კულტურული ძეგლის არ მოვლის გამო, უფრო სწორედ ხელშეკრულების მუხლის დაღვევის გამო 10 000 ლარით დაჯარიმდა. ძეგლის ქალაქის გადმოსაცემად ადგილობრივ ხელისუფლებასა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შორის ურთიერთ თანამშრომლობა გრძელდება. შესაბამისად პირველი ნაბიჯები შენობის შესანარჩუნებლად უკვე გადაიდგა.