ფოთში, ახალი რაიონის დასახლებაში, საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება

17807339_1424752130914192_7443576120357837548_o

ამ თემასთან დაკავშირებით ქალაქის მერიაში შეხვედრა მოეწყო. ფოთის მერი ირაკლი კაკულია სამხრეთ კავკასიაში ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობის

დირექტორს — ვინსენტ დონტოს შეხვდა და საბავშვო ბაღის მშენებლობისა დაწყებისა და მასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები განიხილა.

ახალი სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობისთვის შეირჩა ტერიტორია და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

ბაღის მშენებლობისთვის 210 000 ევროა გამოყოფილი. შენობა თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით აღიჭურვება, მოეწყობა ეზო . ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დანიის ლტოლვილთა საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება.
ახალ რაიონში ბაგა-ბაღის მშენებლობა მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით გადაწყდა.


კომენტარები სტატიაზე