ორშ. სექ 28th, 2020

უკვე რამდენიმე თვეა ნიკოლაძის კოშკის მიმდებარედ ახალი,მწვანე ყავის ჯიხური გაჩნდა.მოსახლეობის აზრით მსგავსი ჯიხურები ცუდი არ არის დასასვენებელ

და თავშეყრის ადგილებში, მაგრამ ისტორიული ძეგლის გვერდით უადგილოდ ეჩვენებათ. ჩვენ გამოვკითხეთ სხვადასხვა ასაკის ადამიანები. მათი აზრით სიახლე კარგია, მაგრამ უფრო მისაღები იქნებოდა შესაფერის ადგილას დაედგათ.

არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის არჩილ მელიქიას განმარტებით:

,,აღნიშნული ადგილი გაცემულია 3 წლიანი იჯარით, ქალაქის იერსახეზე ზრუნავს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საიდანაც თანხმობა მოვიდა. უფრო დიდი ინსტანცია იერსახესთან დაკავშირებით საქართველოში არ არსებობს. ჯიხურის დადგმაზე თანხმობა ჩვენს კომპენტეციას აღემატებოდა. ჯიხური პარკინგის ადგილზე დგას, ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა მეპატრონემ, ჩვენ არანაირ კავშირში არ ვართ, მაგრამ ძეგლთადაცვის სააგენტოს თანხმობა განპიროვნებულია იმით, რომ ეს არ არის ნაგებობა, რომელიც საძირკველზე დგას და არის დროებითი”.

ნიკა აბრამია, 17 წლის: “ცუდი არ არის, უფრო მეტი იყოს, პარკში რომ იყოს უკეთესია, პირდაპირ ღია ცის ქვეშ იყიდება სასუსნავები, ეს არაჰიგიენურია. ვისაც მოუნდება კი დალევს ცხელ ყავას, მაგრამ თავშეყრის ადგილებში რომ იყოს უკეთესია, იქ შორ გზაზე მიმავალი მანქანა არ გადის და ადგილობრივი მეეჭვება რომ აჩერებდეს”.

მანანა 60 წლის: “არ მინახავს იქ ვინმე რომ ყიდულობდეს, მსგავსი ჯიხურების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში უსარგებლოა. პარკში შიგნით რომ იდგეს ცუდი არ იქნება, შვილიშვილები გამოვიყვანე პარკში და სიამოვნებით დავლევდი ყავას. იქ კი სპეციალურად არ გადავალ. იმ ადგილას ამ ყავის ჯიხურის დადგმის არს ვერ ვხდები, ეს არ არის საავტომობილო მაგისტრალური გზა, ეს ხომ ჩვეულებრივი ქალაქის გზაა. ჩემი აზრით ცოტა უკეთესი ადგილი უნდა გამოენახათ”

ანი ბერაია, 25 წლის: “ვითომ ევროპისკენ მივდივართ? ამ ძეგლის გვერდით ისტორიულ სახეს ქმნის მეთქი მოგატყუებთ. არ არის ცუდი, უფრო მეტიც რომ იყოს უკეთესია. ქალაქში ერთადერთი ყავის ჯიხურია და ისიც ძეგლის წინ”.
ზინა ქვარაია, 37 წლის: “არ ვარ წინააღმდეგი სიახლის, მაგრამ აქ მანქანები რომ იკლავდეს გაჩერებით თავს არ მინახავს. ერთადერთი მერიის ხალხს დააქვთ ყავა და ჩაი, ეგ ვიცი”.

გიზო გაბუნია, 50 წლის: “კარგია ქუჩაში გამოხვალ ცივ ამიnდში და ცხელ ყავას მიირთმევ მანქანაში, მაგრამ უკეთესი იქნება ისეთ ადგილას იდგეს, სადაც შესაძლებელია თან ჩამოჯდე და დაისვენო. აქ მთავარია მაქავს კი ამის საყიდელი ფული? იქნებ იმაზე იფიქროს ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ მოსახლეობას როგორ დაეხმაროს და არა იმაზე ნიკოლაძის ძეგლის წინ ჯიხური რომ წამოასკუპოს”.