ორშ. სექ 28th, 2020

ფოთში საუკუნის მასშტაბური პროექტი, წყალლარინების (საკანალიზაციო) სისტემის რეაბილიტაცია,დღეისათვის შეჩერებულია.
სარეაბილიტაციო სამუშაოების
შეჩერების რეალურ მიზეზებზე ოფიციალურად ადგილობრივი ხელისუფლება არ საუბრობს.

ფოთის მუნიციპალიტეტის მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ზურაბ ჯამბურიას განმარტებით ისინი ზედამხედველობას არ უწევენ ამ პროექტს და შესაბამისად პასუხსაც ვერ გაგვცემენ.

რეალურად კი პროექტს სამი ზედამხედველობა ყავს – სამუშაოს მწარმოებელი კომპანიის ზედამხდველი, უცხოელი ექსპერტი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია.

საუკუნის პროექტის შეჩერების რეალური მიზეზი სანდო წყაროსგან როგორც გავიგეთ გახლავთ ტენდერში გამარჯვებული ფირმის ,,აზერაგრარტიკინტი“-მ სამუშაოების არასრულყოფილად შესრულება. სწორედ ამიტომაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ სამუშაოები შეაჩერა. სანდო წყაროს ინფორმაციითვე სამუშაოების შეჩერების პარალელურად კომპანიაში შეიცვალა ხელმძღვანელობაც.

სამუშაოების შეჩერების რეალური მიზეზი კი რკინაბეტონის მილების ნაცვლად პლასმასის მილების ჩაყრა აღმოჩნდა. უხარისხო სამუშაო უკვე 37 კილომეტრზეა ჩატარებული. დღეისათვის მოლაპარაკება მიდის ესპანურ კომპანიასთან და სავარუდოდ ესპანური კომპანია გადაიბარებს სამუშაოებს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი მაისის დასაწყისში დაიწყო და მისი ღირებულება 37 მილიონ 400 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

“ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის” ფარგლებში, ჩრდილოეთ ნაწილში აშენდება კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა, ხოლო კანალიზაციის სისტემის ნაწილი დაუერთდება სამხრეთ ნაწილში არსებულ გამწმენდ ნაგებობას. როგორც ადგილობრივი ხელმძღვანელობა გვპირდებოდა ამ სრულმასშტაბიანი პროექტის რეალიზებით საფუძვლიანად შეიცვლებოდა ფოთის საკანალიზაციო კომუნიკაციების თითოეული სეგმენტი.