ოთხ. სექ 30th, 2020

ამის შესახებ განცხადება დღეს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების პროფკავშირების პრეზიდენტმა ლავრენტი ალანიამ და საკონტეინერო და ლოჯისტიკური კომპანიების ხელმძღვანელებმა
პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კონკურენციის სააგენტოს სარჩელი დააკმაყოფილა და „კორპორაცია ფოთის პორტის“ გადაწყვეტილება შეაჩერა, რომელიც გულისხმობდა 1 ივლისიდან ფოთში შემოსული ყველა კონტეინერის შესვლასა და გაცემას მხოლოდ „,ICT”-ის სახმელეთო საკონტეინერო ტერმინალიდან, რომელიც სპეციალურად ამ მომსახურებისთვის შექმნა პორტმა. პორტის ამ გადაწყვეტილებით ფოთში არსებულ 16 გადამზიდავ საკონტეინერო ტერმინალებს უფუნქციოდ დარჩენა, ხოლო 4000-ზე მეტ დასაქმებულს სამუშაო ადგილების დაკარგვა ემუქრებოდათ.