სამ. სექ 22nd, 2020

ფოთში საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ანაზღაურება აპრილიდან გაეზრდებათ. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა
ჯერ კიდევ 2015 წლის დასაწყისში მიმდინარე წლის ბიუჯეტის დაგეგმისას, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ფოთის საქალაქო ორგანიზაციის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. მაშინ, ორგანიზაციის თავმჯდომარე ხელფასების მატებას არა ერთბაშად, არამედ პერიოდულად გაზრდას ითხოვდა.

სწორედ აღნიშნული ორგანიზაციის მოთხოვნით იქნა გასული წლის ბიუჯეტიც 200 ათასი ლარით გაზრდილი და შესაბამისად სახელფასო ფონდიც გაეზარდათ დასაქმებულებს. ხოლო წელს ბაღების სახელფასო ფონდი 100 ათასი ლარით გაიზარდა.

ამავე ორგანიზაციის მოთხოვნით იანვარში ბაღებში დასაქმებულებმა პრემიასთან ერთად 10 დღითაც დაისვენეს.

ბაღების გაერთიანების უფროსის მარგო ჯანიაშვილის თქმით გაზრდილ ხელფასს ფოთის საბავშვო ბაღებში სხვადასხვა თანამდებობაზე მომუშავე პირები მიიღებენ. სულ ხელფასის მომატება 332 თანამშრომელს შეეხება.

“ 2016 წლისთვის ბიუჯეტი განისაზღვრა 2 100 000 ლარით, 100 000 ლარი გადანაწილდა სახელფასო ფონდში. აქედან გამომდინარე, აპრილიდან იწყება ხელფასების მატება, გამგეებს ემატება 50 ლარი, პირველი ცვლის აღმზრდელს – 40 ლარი, მეორე ცვლის აღმზრდელს – 20 ლარი, ექთანს და მზარეულს – 30 ლარი, დამხმარე პერსონალს – ძიძებს 30 ლარით გაეზრდება ხელფასი, დარაჯებს კი – 20 ლარით. მერია”- განაცხადა ჯანიაშვილმა.