ოთხ. სექ 30th, 2020

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარის ლავრენტი ალანიას განცხადებით 1 თებერვლიდან

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 3200 შშმ პირი და ასევე 100 სოციალურად დაუცველი ოჯახი, შიდა საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებს. ალანიასვე განმარტებით აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთშეთანხმებით მიიღეს.

ალანიას თქმით შშმ პირებისთვის და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, პირველ თებერვლამდე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სპეციალური პლასტიკური ბარათები დამზადება.