შაბ. ივლ 24th, 2021

ამ წუთებში ფოთში პოლიცია ცენტრალურ ქუჩებზე რეიდებს ატარებს. ავტომატებით შეიარაღებული სამართალდამცავები ავტომანქანებს ამოწმებენ და მგზავრებს საბუთებს თხოვენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ეს გახლავთ მორიგი საპოლიციო რეიდები, რომლებიც რამდენიმე თვეში ერთხელ ტარდება.