კვი. დეკ 6th, 2020

ფოთის სააღმზრდელო დაწესებულებებში ზამთრისთვის მზადება უკვე დასრულებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ’’სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანებაში’’ გვაწვდიან. გაერთიანების უფროსის მარგო ჯანიაშვილის თქმით წელს ფოთში ჯერჯერობით მხოლოდ ორი ბაღია გაზიფიცირებული და ფიქრობენ, რომ მომავალი წლისთვის ყველა ბაღი გაზიფიცირდება. დარჩენილი 13 ბაღი კი შეშით უკვე მომარაგდა.

“ჩვენი პრიორიტეტია, ყველა საბავშვო ბაღში გაზი შევიყვანოთ, ამაზე ვმუშაობთ და ვადგენთ, რა დაჯდება ეს ყველაფერი. პირველ რიგში ის ბაღები გაზიფიცირდება, რომელიც იაპონიის საბჭოს მიერ გაკეთდა და უფრო შეკრულია. ორ წელში ალბათ ყველა ბაღში მოვახერხებთ გაზიფიცირებას. დღეისთვის დანარჩენ ბაღებში შეტანილია შეშა”- გვითხრა ჯანიაშვილმა.