ოთხ. სექ 30th, 2020

სასწავლო წლის დაწყების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას განათლების სამინისტრო უარყოფს. სამინისტროს განცხადებით სწავლა 14 სექტებერს დაიწყება.

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ 2015-2016 სასწავლო წელი 14 სექტემბერს დაიწყება და არ შეესაბამება სიმართლეს რიგი მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია სწავლის გადადების თაობაზე,” – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.