ოთხ. სექ 30th, 2020

,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის’’ ფოთის ფილიალის, ნაბადის წყალმომარაგების ობიექტზე დასრულების სტადიაშია წყალსატუმბი და ელექტრონული მართვის სისტემების მოწყობა.

რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ფოთში სასმელი წყლით ოცდაოთხსაათიანი მომარაგების პროექტით ხორციელდება.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და საკომუნიკაციო სისტემების მშენებლობა-დამონტაჟება. სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული ესპანური სამსენებლო კომპანია „კობრა ჯორჯია“.

ამ ეტაპზე ოთხი რეზერვუარიდან, რომელთა საერთო ტევადობა 12.000 კუბურ მეტრს შეადგენს (თითოეული 3.000 კუბური მეტრის მოცულობით), ორი მზად არის ექსპერიმენტისათვის. ასევე მიმდინარეობს იტალიური წარმოების ტუმბოების მონტაჟი. თითქმის მზად არის გერმანული ,,შნაიდერის’’ ფირმის თანამედროვე ელექტრომოწყობილობა, ავტომატური მართვის რეჟიმისათვის.

ორი რეზერვუარი თავისი სატუმბი სისტემებით, სექტემბერში შევა ექსპლუატაციაში.