პარ. სექ 17th, 2021

სიახლე, ქალაქ ფოთში, დ. აღმაშენებლის პრ. N30-ში, გაიხსნა დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის საერთაშორისო სტანდარტების მქონე ლაბორატორია.  უკვე დღეიდან შეგიძლიათ ისარგებლოთ სრულყოფილი ლაბორატორიული მომსახურებით.

დავით ტატიშვილი სამედიცინო ცენტრის ფოთის ფილიალის ლაბორატორია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმებით. ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი აპარატურით მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლებისაგან. რაც უზრუნველყოფს გამოკვლევების ფართო სპექტრს, ტესტირების დიდ დიაპაზონს და შედეგების მაქსიმალურ სიზუსტეს.

ლაბორატორიაში შესაძლებელია როგორც ბაზისური, ისე სპეციფიკური ანალიზების ჩატარება, და ასევე კორონა ვირუსის PCR დიაგნოსტიკა, კორონა ვირუსის სწრაფი ტესტირება ანტიგენსა და ანტისხეულებზე. ლაბორატორიის ხარისხის მართვის პროცესების მუდმივი გაუმჯობესება შიდა და გარე ხარისხის კონტროლი და ყოველწლიური რესერტიფიცირება, ადასტურებს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ლაბორატორიაში შესრულებული ანალიზების შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან. ერთიანი ინფორმაციული სისტემა და ინტეგრირება სათაო ლაბორატორიასთან შესაძლებელს ხდის შემცირდეს ანალიზების შერულების დრო, რაც უზრუნველყოფს შედეგების ავტომატურ გადატანას და პაციენტისთვის პასუხის ელექტრონულად, უმოკლეს დროში მიწოდებას. ლაბორატორია საქმიანობას წარმართავს ისე, რომ მისი პროდუქცია და მომსახურება თანხვედრაშია უმთავრეს ამოცანასთან, დააკმაყოფილოს პაციენტის მოთხოვნა ხარისხზე და ხელმისაწვდომობაზე.

და ასევე ქალაქ ფოთს ყოველკვირეულად ეწვევიან დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის სხვადასხვა მიმართულების მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმები. რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი გახდება სრულყოფილი საკონსულტაციო მომსახურების მიღება.

ქვეყანაში არსებული ეპიდ.სიტუციიდან გამომდინარე სამედიცინო მომსახურების, მათ შორის ლაბორატორიული გამოკვლევების დროულობა აუცილებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სხვადასხვა დაავადებების პრევენციის მიზნით.

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი – ფოთი

დაგვიკავშირდით 032 2 800 817.

მისამართი: ქ. ფოთი, დ. აღმაშენებლის პრ. N30

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი 1997 წელს პროფესორ დავით ტატიშვილის მიერ დაფუძნდა საქართველოში. უკვე 23 წელზე მეტია მოსახლეობას სთავაზობთ, მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისს საკუთარ ქვეყანაში. #ჯანმრთელობისსადარაჯოზე #ტატიშვილისცენტრი