„ფოთის საზღვაო ნავსადგური“-ს განცხადება

poti

2015  წლის  20 ნოემბერს, 15 საათზე,  ქ. ფოთის  მერიის  ადმინისტრაციულ  შენობაში  (მისამართი:  ქ. ფოთი, აღმაშენებლის ქუჩა № 12)  გაიმართება ახალი  ღრმაწყლიანი  ნავსადგურის  მშენებელობის  და  ექსპლუატაციის  პროექტის  გარემოზე  ზემოქმედების  შეფასების ანგარიშის  საჯარო  განხილვა.

დაგეგმილი  საქმიანობის  მიზანია  ქ. ფოთში  ახალი  ღრმაწყლიანი  ნავსადგურის  მშენებლობა  და  ექსპლუატაცია.

საზოგადოებრიობის  წარმომადგენლებს  დაგეგმილ  საქმიანობასთან  დაკავშირებული  დოკუმენტაციის  გაცნობის საშუალება  ექნებათ  შემდეგ  მისამართებზე:

  • ქ. ფოთის  მერიის  ადმინისტარციულ  შენობაში —  ქ. ფოთი  აღმაშენებლის  ქუჩა № 12;
  • კორპორაცია  „ფოთის საზღვაო ნავსადგური“  („ეი პი ემ ტერმინალს ფოთის“) ოფისში —  ქ. ფოთი,  აღმაშენებელის ქუჩა  N 52;
  • შპს  „გამა კონსალტინგი“-ს  ოფისში —  ქ. თბილისი,  გურამიშვილის  გამზირი N 17 ა. ტელ: 2 60 15 27.

გთხოვთ,  წერილობითი  შენიშვნები  და  კომენტარები  მიაწოდოთ  ქვემოთ  მითითებულ  პირებს:

  • ჯუღული  ახვლედიანი.  ტელ: 2 60 15 27;  E-mail: j.akhvlediani@gamma.ge;
  • დევი  გვალია.  ტელ: + 493 27 75 20;  E-mail:devi.gvalia@apmterminals.com;

საზოგადოებასთან  საკუთარი  მოსაზრებების  წარმოდგენის  ვადაა  განცხადების  გამოქვეყნების  დღიდან  45  დღე.

კორპორაცია  „ფოთის საზღვაო ნავსადგური“  —  „ეი პი ემ ტერმინალს ფოთის“ ადმინისტრაცია.

 

 

 


კომენტარები სტატიაზე