ფოთში ოპოზიცია დარღვევებზე საუბრობს

20171021_120118

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით ხომერიკის განცხადებით, თითქმის ყველა საარჩევნო უბანში კანონდარღვევას აქვს ადგილი.

,,არჩევნები ფოთში დილიდანვე დარღვევებით მიმდინარეობს. ,,ქართული ოცნების“ კოორდინატორები არჩევნების ტოტალურ გაყალბებას ცდილობენ. 23-ე უბანზე დაფიქსირებული შემთხვევა იმის დადასტურებაა, რომ ,,ქართული ოცნება“ გაყალბებისთვის ემზადება“, — აღნიშნა ხომერიკმა.

როგორც 23-ე უბანზე მყოფი გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი გიგა მიქავა აცხადებს, მასთან ,,ქართული ოცნების “ წარმომადგენელი მივიდა და გარკვეული დროით უბნის დატოვების სანაცვლოდ, თანხა შესთავაზა.
მისი მტკიცებით ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მას ერთი საათით ტერიტორიის დატოვება სთხოვა, რათა ამ პერიოდში მოეყვანა მმართველი გუნდის მხარდამჭერები. ამის სანაცვლოდ კი თავდაპირველად 500 ლარს დაპირდა, არჩევნების შემდეგ კი დამატებითი თანხის მიცემას.


კომენტარები სტატიაზე