# 31 უბანი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე დაიხურა

20171021_193603

ამ წუთამდე ხმაურია #31 საარჩევნო უბანისზე, სადაც ოპოზიციის სამივე მერობის კანდიდატი იმყოფება. დახურვამდე ნახევარი საათით ადრე საარჩევნო ბლოკი
,,დიმტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს“ კომისიის წევრმა თამარ ხუნჯუამ დააფიქსირა, რომ საარჩევნო ყუთში ბიულეტინების ჩაყრა განხორციელდა. ხუნჯუას განმარტებით ამ პროცესში ამომრჩეველს საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ეხმარებოდა, აღნიშნულ ფაქტზე მან ოქმი შეადგინა. თუმცა თავად თამარ ხუნჯუას წინააღმდეგ დაიწერა საჩივრი და გამოძევებულ იქნა უბნიდან. ამ ფაქტზე ხუნჯუამ კომენტარი ადგილზევე გააკეთა ,,ჩემი თვალით ვნახე თუ როგორ ჩაყარეს ბიულეტინები და ამის გამო მაძევებენ უბნიდან“.

ინციდენტიდან რამდენიმე წუთში უბანზე მერობის კანდიდატები გამოჩდნენ. ოთარ ხარჩილავა უბანში შევიდა, რომელიც ასევე გამოძევებულ იქნა. ინციდენტი მოხდა მერობის კანდიდატ მაია ჩხარტიშვილსა და მერის მრჩეველ შორენა მირცხულავას შორის. მირცხულავა მერობის კანდიდატებს დებოშის ატეხვაში ადანაშაულებდა. მერობის კანდიდატები კი ,,ქართული ოცნების“ მხრიდან არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. ,,პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატი მაია ჩხარტიშვილი 31-ე უნბის კომისიის თავმჯდომარის ნარკოლოგიურ შემოწმებას მოითხოვს.

,,დარღვევები დაიწყო დილიდან. ფოთში ყველა რესურსი კუბში აყვანილად არის გამოყენებული. ყველა საჯარო მოხელე მობილიზებულია. მობილიზებული მიკროავტობუსები, რომლებიც სომხურ კარუსელს მთელი დღის განმავლობაში ახორციელებენ და ეს იყო ფინალი. ეს არჩევნები უნდა ჩაიშალოს. ჩვენ ოპოზიციური ძალები ვეცდებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწვდინოთ ხმა. ეს არის შეურაცყოფა. მე ვფიქრობ კომისიის თავმჯდომარე ნარკოტიკული ნივთიერებების გავლენის ქვეშ არის და მოვითხოვ ნარკოლოგის დასკვნას. ეს უბანი უნდა ჩაიშალოს.ეს არის კატასტროფა“. – განაცხადა ჩხარტიშვილმა. მერობის კანდიდატები უბნის ბათილად ცნობას ითხოვენ.


კომენტარები სტატიაზე