ფოთის მერობის მსურველი 6 კანდიდატი დარეგისტრირდა

dscn4525

ფოთის მერის თანამდებობაზე არჩევის სურვილი ოფიციალურად 6 კანდიდატმა გამოთქვა. აქედან სამი კანდიდატი ქალი გახლავთ.
საოლქო კომისიაში პარტიული სიებისა და კანდიდატების წარდგენის ვადა დღეს, 18.00 საათზე დასრულდა. მერობის კანდიდატები გახლავთ:

«ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო» — გოჩა კურდღელია,

«დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო» — ოთარ ხარჩილავა,

“ნაციონალური მოძრაობა“- მაკა ჯინჯოლია,

«ევროპული საქართველო» — ვახტანგ დარცმელიძე

«ახალი საქართველო» — ინგა ჭანტურია,

“პატრიოტთა ალიანსი“ — მაია ჩხარტიშვილი.

საოლქოში შემოსული დოკუმენტაციის გადამოწმებისათვის საოლქო კომისიას 2 დღის ვადა აქვს. ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში კონკრეტულ სუბიექტებს შეცდომის გამოსასწორებლადაც კანონმდებლობით 2 დღე აქვთ განსაზღვრული.რის შემდეგაც მოხდება წარდგენილი საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის საბუთების შემოწმება და რეგისტრაციაში გატარება.


კომენტარები სტატიაზე