,,ქართული ოცნების” ფოთის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მაია ჩხარტიშვილმა პარტიის რიგები დატოვა

20170915_140421

ფოთის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მაია ჩხარტიშვილმა პარტია ,,ქართული ოცნება —
დემოკრატიული საქართველოდან“ გასვლის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ჩხარტიშვილმა ქალაქის მერი კორუფციაში დაადანაშაულა და კაკულიას ,,ტენდერებზე,, და ,,ატკატებზე,, მოფიქრალი მერი უწოდა.

ჩხარტიშვილმა ბრიფინგი ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს შენობის წინ გამართა. როგორც მან აღნიშნა ამ უჩვეულო ადგილას

ბრიფინგის გამართვა 25 აგვისტოს საკრებულოს სხდომაზე მომხდარმა ინციდენტმა გადააწყვეტინა. როგორც ჩხარტიშვილმა განაცხადა ქალაქის მერმა ეშმაკურად შეფარვით სცადაფსიქიატრიული საავადმყოფოს შენობის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანა, რასაც სხდომაზე ჩხარტიშვილის ხმაურიანი განცხადება მოყვა, რის შემდეგაც აღნიშნული შენობა იქნა გასაყიდთა ნუსხიდან ამოღებული. მისი ინფორმაციით, სწორედ მისი ძალისხმევით, აღნიშნული ობიექტი ეკონომიკის სამინისტრომ ქალაქს უკვე გადასცა, იმ მიზნით, რომ იქ სამედიცინო დაწესებულება ,,ემერჯენსი“ განთავსებულიყო.

,,სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, არამედ სხვა პატიის წევრებისგან შემდგარ ფინანსური ინტერესების მქონე ჯგუფს, რომელსაც კაკულია წარმოადგენს, არანაირი ღირებულებითი და იდეური საერთო არ გააჩნია „ქართული ოცნების“ ფასეულობებთან. ეს ჩემი და ქალაქის კეთილდღეობაზე ორიენტირებული გუნდი არ არის. თუ ეს არის ,,ქართული ოცნება“, მე, რა თქმა უნდა, ამ გუნდის წინააღმდეგ წავალ, რადგან ჩემი მიზანია ვემსახურო ქალაქს და ჩემს თანამოქალაქეებს“, — განაცხადა მაია ჩხარტიშვილმა.

მისი თქმით, ფოთის მერი ირაკლი კაკულია ქალაქში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში ხელს უშლის.

,,გავრცელდა ხმები, რომ თითქოს მე განაწყენებული ვარ ,,ქართულ ოცნებაზე“, რადგან დამტოვეს თამაშგარეთ, ეს ტყუილია. მაისში,როგორც კი გავიგე ქალაქის მერი ირაკლი კაკულია იქნებოდა მმართველი პარტიის პროპორციული სიის პირველი ნომერი, მაშინათვე განვაცხადე უარი, რომ ამ სიაში ვყოფილიყავი,“- აღნიშნა მაია ჩხარტიშვილმა.

,,ქართული ოცნების“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ქალაქის მერი ირაკლი კაკულია მაია ჩხარტიშვილის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ იგი მმართველი პარტიის წევრი არც არის და მისთვის გაუგებარია, თუ როგორ ტოვებს პარტიას.

თუ რომელი პარტიიდან აპირებს ჩხარტიშვილი საარჩევნო მარათონში ჩართვას ჯერჯერობით უცნობია.


კომენტარები სტატიაზე