ფოთის #4 უბანზე მარკირებული ამომრჩევლები არ დაუშვეს

14614204_1142051582499246_1398985515_o

ფოთის #4 საარჩევნო უბანზე მისული მარკირება გაკეთებული ამომრჩეველი თეა აბრამიძე უბანზე არ დაუშვეს. მარკირება გავლილი აბრამიძე
სწორედ მაშინ მივიდა ხმის მისაცემად, როცა უბანზე საოლქოს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

#4 საარჩევნო უბანზე განმარტავენ, რომ მსგავსი ფაქტი დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაფიქსირდა, მაგრამ დროულად აღიკვეთა და სარეგისტრაციო ჟურნალში იქნა აღრიცხული.
როგორც უბანზე განმარტავენ უბანზე მოსული მარკირებული ამომრჩევლები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან.


კომენტარები სტატიაზე