ფოთის #28 უბანზე ამომრჩეველმა რეგისტრაციის გაუსვლელად ხმის მიცემა სცადა

dscn3284

ფოთის #70 საარჩევნო ოლქის #28 უბანი დარღვევის გარეშე გაიხსნა 7:00 წთ. ამ უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობა 1555-ია,გადასატანი ყუთით 32 ამომრჩეველი, ხოლო
სპეციალური სიით 5.

9:00 სთ მონაცემებით, ამ უბანზე 22 დამკვირვებელია. ინციდენტი მოხდა პირველი ამომრჩევლის ხმის მიცემის დროს, მან გაიარა რეგისტრაცია, დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, თუმცა მდივანთან არ ჰქონდა რეგისტრაცია გავლილი და ბიულეტიანად გამოცხადდა მდივანთან. დაელოდა საკონტროლო ფურცლის ჩაგდებას და მხოლოდ ამის შემდეგ ჩააგდო ყუთში ბიულეტინი. ამ ფაქტზე საჩივრის ოქმი „ნაციონალურმა პარტიამ“ შეადგინა. საჩივრის ოქმი მდივანმა და კომისიის თავმჯდომარე დარეჯან ცხვითარიამ უზუსტობის გამო შეაცვლევინეს, ეს ხარვეზი კი ამომრჩევლის ახალგაზრდობას და არჩევნებში მის პირველად მონაწილეობას დააბრალეს.


კომენტარები სტატიაზე