ივანიშვილმა ფოთში ტერმინალებზე დასაქმებულების შესაძლო უმუშევრობას აგორებული ინფორმაცია უწოდა

dscn3166

ივანიშვილმა ფოთში საკონტეინერო გადამზიდავ ტერმინალებზე 5 ათასამდე დასაქმებულების მოსალოდნელ უმუშევრად დარჩენას სიცრუე და სპეციალურად აგორებული ინფორმაცია უწოდა.

„ტყვილია ეს. იყო ერთი პერიოდი ამაზე საუბარი. ეს ააგორეს და ამაზე ქუმსიშვილმაც გასცა პასუხი. მეც მომიწია დარეკვა ამასთან დაკავშირებით და არავითარი საფუძველი ამისა არ არსებობს“- განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ „მთავარი თემა სამეგრელოში“-ს კითხვას ზუგდიდში რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრისას.


კომენტარები სტატიაზე